სოციალურ ქსელში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მამის - თომასის მიმოწერა მოხვდა

სოციალურ ქსელში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მამის - თომასის მიმოწერა მოხვდა

როგორც ცნობილია, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა მეგან მარკლს, პრინც ჰარისა და ცნობილ ტაბლოიდებს შორის, ესენი არიან - The Mail და Sunday, რომლებიც წყვილი პირადი ცხოვრების არასწორი დეტალების აფიშირებაში ადანაშაულებს. პროცესი, ბუნებრივია, დამამტკიცებელ საბუთებს საჭიროებს, რის გამოც საზოგადოების ხელში ოჯახური ურთეირთობების შესახებ დამატებითი მასალები მოხვდა.

ამ საბუთებს შორის არის პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მამის - თომას მარკლის მიმოწერაც, რომელმაც უმალვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება, რადგან მან გააქარწყლა თომასსა და შვილის ოჯახს შორის არსებული შესაძლო დავა, რომელზეც უკვე ორი წელია ყველა საუბრობს.

„ტომ, ისევ ჰარი ვარ. ჩვენთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს თქვენთან საუბარი და არც თქვენგან არის პატიების თხოვნა საჭირო, თუმცა საჯარო ქმედებები მდგომარეობას უფრო ართულებს. თუ გიყვანთ მეგი და გინდათ, ყველაფერი სწორად გააკეთოთ, გთხოვთ, დამირეკეთ, რომ შევძლო თქვენთვის ახსნა. მე და მეგი თქვენზე არ ვბრაზობთ, უბრალოდ გვსურს თქვენთან საუბარი,“ - წერს პრინცი ჰარი.

როგორც უკვე ვიცით, ტაბლოიდები წყვილს თომას მარკლთან ურთიერთობის გაწყვეტაში ადანაშაულებდნენ, წერილმა კი, მათი „ბრალდების“ უსაფუძვლობა გამოკვეთა.