35 წლის ქლოე კარდაშიანი თვითიზოლაციაში ყოფილ საქმროსთან, ტრისტან ტომფსონთან და ორი წლის შვილ, თრუსთან იმყოფება.
ქლოე სოციალურ ქსელში თრუს ფოტოებს აქტიურად აქვეყნებს და გამონაკლისი არც უკანასკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც ქლოემ თრუს ფოტოები ველოსიპედის ტარების დროს გადაუღო და ინსტაგრამზე განათავსა.
წყაროს ინფრომაციით ვიგებთ, რომ ქლოე ტრისტანთან შერიგებაზე დაფიქრდა და მეტიც მას ცნობილი კალათბურთელისგან მეორე შვილის ყოლაც კი სურს და როგორც ირკვევა ამის წინააღმდეგი არც ტრისტანია.