ევროპის მუზეუმები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ობიექტებს აგროვებენ

ევროპის მუზეუმები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ობიექტებს აგროვებენ

ევროპის მუზეუმები COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ობიექტების შეგროვებას იწყებენ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიასა და ავსტრიაში მიაჩნიათ, რომ ეპიდემიესთან დაკავშირებულ ობიექტებს ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი არტექაფტი შეაგროვონ, რათა მომავალ თაობებს პანდემიის შესახებ სწორი წარმოდგენა შეუქმნან.

სხვადასხვა კოლექციაში ინახება ცარიელი ქუჩების ფოტოები, ბროშურები ვირუსის შესახებ და სხვა, უფრო ორიგინალური ობიექტებიც, მაგალითად, ყაისნაღით მოქსოვილი კორონავირუსის გამოსახულება.

ეს ობიექტი ავსტრიაში, ვენის მუზეუმში ინახება. დაწესებულების თხოვნას ობიექტების შეგროვების შესახებ აქ უკვე 1 300 ადამიანზე მეტი გამოეხმაურა.