ცნობილი კინომსახიობი ჯონი დეპი ძირითადი პროფესიის გარდა ჩინებული მუსიკოსის ავტორიტეტითაც სარგებლობს. ბატონმა ჯონმა თავის დროზე რამდენიმე მუსიკალური ალბომი ჩაწერა.
ნახევარი წლის წინ დეპი მეუღლეს, ფრანგ მომღერალსა და მსახიობ ვანესა ფარადის დაშორდა. გამოთავისუფლებული თავისუფალი დრო ჯონმა მთლიანად მუსიკას მიუძღვნა.
გამოცემა „On The Red Carpet”-ის მტკიცებით, ჯონი დეპმა ახალი დისკის ჩაწერა დაასრულა. მისი სახელწოდებაა „პირატული ბალადები“ და გაყიდვაში მომავალი წლის თებერვალში გამოჩნდება.
ამ ალბომის მომზადებაში დეპის გარდა მონაწილეობა მიიღეს კიტ რიჩარდსმა, კემბრა პფალერმა, კორტნი ლავმა, ნიკ კეივმა, შონ ლენონმა, იგი პოპმა და პატი სმიტმა.
საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში ჯონი დეპი სკანდალურად ცნობილ მომღერალ მერილინ მენსონს დაუახლოვდა და მის კონცერტებში რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა.