გიორგი გახარია: ვგმობთ ანტისემიტიზმის ნებისმიერ ფორმას, სიძულვილსა და შეუწყნარებლობას

გიორგი გახარია: ვგმობთ ანტისემიტიზმის ნებისმიერ ფორმას, სიძულვილსა და შეუწყნარებლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს გამოეხმაურა და დაგმო ანტისემიტიზმის ნებისმიერ ფორმა, სიძულვილი და შეუწყნარებლობა. ამის შესახებ გახარია Twitter-ზე წერს.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის დროს მოკლული მილიონობით ადამიანის ხსოვნას. ყველას, ვინც ნაცისტების დანაშაულებებს ემსხვერპლა. ვგმობთ ანტისემიტიზმის ნებისმიერ ფორმას, სიძულვილსა და შეუწყნარებლობას. გვახსოვს გარდაცვლილები და პატივს მივაგებთ გადარჩენილებსა და ლტოლვილებს“, - წერს გიორგი გახარია.