დევი ტაბიძე: ექიმი აღჭურვილობას რომ იცვამს, 6-8 საათი აღარ არსებობს წყალი, საჭმელი, ტუალეტი

დევი ტაბიძე: ექიმი აღჭურვილობას რომ იცვამს, 6-8 საათი აღარ არსებობს წყალი, საჭმელი, ტუალეტი

რამდენად რთულია ბრძოლის წინა ხაზზე დგომა? როგორია მუშაობა კორონავირუსის პირდაპირი საფრთხის პირობებში? რამდენად რთულია სამედიცინო აღჭურვილობით მუშაობა? - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა, დევი ტაბიძემ „პოსტივი“ ეთერში ისაუბრა.

„ყველა თანამშრომელი, მათ შორის ადმინისტრაციაშიც, გადამზადდნენ, რომ იცოდნენ პირველ რიგში თავის დაცვა. ნახაზებია შექმნილი, როგორ უნდა გაიარონ, სად გაიარონ. რომელ ფლიგელში შეიძლება გადაადგილება, რომელია დახურული. ეს ყველაფერი გათვლილი გვაქვს და ამართლებს ჯერჯერობით. მთელი კოლექტივი მობილიზებულია, რომ ჩვენ გავწიოთ დახმარება და ტავად არ გავხდეთ დასახმარებლები. ეს არის ჯოჯოხეთური საქმიანობა. ამ კომბინიზონში ყოფნა 6-8 საათი, ეს არის ძალიან რთული პოზიცია. არც საჭმელი, არც ტუალეტი, არც წყალი, არანაირი კონტაქტი, ნუ მობილურზე და კავშირებზე ზედმეტია ლაპარაკი. რომ შედის ეს ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი მის პოზიციაზე, 6 საათი ზოგჯერ 8 საათიც არიან ამ სიტუაციაში“, - განაცხადა ტაბიძემ.

ექიმმა ასევე განმარტა, რომ საკარანტინო ზონებსაც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები აკონტროლებენ. საუბარია 52 სასტუმროზე.