ავსტრალიაში, ტასმანიის შტატის სოფელ დანოლიში იპოვეს ცხვარი, რომელიც 2013 წელს ფერმიდან ტყის ხანძრების დროს დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ Australian Broadcasting Corporation-ზე გავრცელდა.
ცხვარი სახელად Prickles ფერმიდან 7 წლის წინ გაიქცა, როცა ტასმანიის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთით ხანძარი მძვინვარებდა.
გაქცეული ცხვარი ფერმის მფლობელებმა ფარეხის ახლოს იპოვეს. ის მატყლის გორგალს ჰგავდა. გაკრეჭილი მატყლის წონამ 41 კილოგრამი შეადგინა.