ბრიტანელმა ურბანისტმა მხატვარმა ბენქსიმ ახალი ნამუშევარი Instagram-ზე გამოაქვეყნა.
თვითიზოლაციაში მყოფმა ხელოვანმა ტილოდ თავისი სააბაზანოს კედლები გამოიყენა და 9 ვირთხა დახატა, რომლებმაც ოთახში აურზაური მოაწყვეს.
„ჩემი ცოლი ვერ იტანს, როცა სახლიდან ვმუშაობ“, - დაწერა მხატვარმა.
ეს პირველი ნამუშევარია, რომელიც ბენქსიმ Instagram-ზე თებერვლის შემდეგ გააზიარა.