აშშ-ში ცნობილი ფოტოგრაფის ცხედარი ტყეში იპოვეს.
ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და მხატვრის, პიტერ ბირდის ცხედარი სამართალდამცველებმა მონტოკის დასახლებული რაიონის სიახლოვეს, ტყეში იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა New York Times იტყობინება.
82 წლის ხელოვანი 31 მარტს გაუჩინარდა. მას კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება აღენიშნებოდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გასული საუკუნის 60-იან წლებში ბირდი კენიაში ცავოს ეროვნულ ნაკრძალში მუშაობდა, სადაც 35 ათასზე მეტი უნიკალური ფოტო გადაიღო.