ბრიტანეთის დედოფალი 94 წლისა გახდა

ბრიტანეთის დედოფალი 94 წლისა გახდა

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე დღეს 94 წლისა გახდა. კენსინგტონის სასახლემ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც პანდემიის დაწყებამდეა გადაღებული.

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი საუკეთესო სურვილებით დედოფალს დაბადების დღეს ულოცავენ.

ბრიტანეთის დედოფალი თავის 94-ე დაბადების დღეს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ვიდეოკონფერენცით აღნიშნავს. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა დედოფალ ელისაბედ მეორის ტახტზე ასვლის შემდეგ მისი იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები გაუქმდა.

ბრიტანეთის დედოფალი დაბადების დღეს ორჯერ აღნიშნავს. 21 აპრილს ტრადიციულად, ხოლო ივნისის მეორე კვირას ოფიციალურად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.