სააკაშვილის მორიგი „გამოხტომა“: – „მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი და მილიარდებს ჩამოვიტან“

სააკაშვილის მორიგი „გამოხტომა“: – „მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი და მილიარდებს ჩამოვიტან“

„მომეცით სტატუსი საქართველოს ხელისუფლების დროებითი ოფიციალური წარმომადგენლის და მილიატრდებს ჩამოვიტან“ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავართან“ ჩართვისას განაცხადა.

„მე გთავაზობთ: გამომიყენეთ უცხოური დახმარების მისაღებად. მე მზად ვარ, მოვიარო ყველა უცხოური დედაქალაქი. ძალიან ბევრს ვიცნობ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში, ვიცნობ თითქმის ყველას, ვინც ახლა ევროპელი ლიდერები არიან.

ჩვენი ყველა იურიდიული კამათი გადავდოთ მომავლისთვის და დავაწესოთ მორატორიუმი შემოდგომამდე. შემოდგომის შემდეგ გააგრძელეთ ჩემი იურიდიული პროცესები, გამასამართლეთ პიჯაკებზე და სხვაზე და სხვაზე… მაგრამ მანამდე დააწესეთ მორატორიუმი.

მომეცით სტატუსი საქართველოს ხელისუფლების დროებითი ოფიციალური წარმომადგენლის მხოლოდ ერთ საკითხში – უცხოური დახმარების მოპოვებაში და მე გაძლევთ გარანტიას, თუ 5,5 მილიარდს არ ჩამოვიტან დახმარებას, იმდენს ჩამოვიტან, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს.

დაავალეთ საელჩოებს, რომ ჩემთან ერთად მოიარონ აშშ-ის კონგრესი, ევროპის წამყვანი ქვეყნები და აზიის ქვეყნები, ისე რომ არ გამოვიდეს, რომ ჩემს თავს წარმოვადგენ მხოლოდ.მომეცით ეს სტატუსი და მე ვპირდები ქართველ ხალხს, რომ ამ დახმარებას მივიღებთ!

მე რასაც ვლაპარაკობ, იმას ვაკეთებ ყოველთვის. „საქმე ლაპარაკის ნაცვლად” – ჩემი ცხოვრების ლოზუნგია. ბოლოსდაბოლოს, მომენატრა და მინდა,ჩემს ხალხს რამე გავუკეთო ამ გადამწყვეტ მომენტში, რადგან ახლა ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი დგება – ნამდვილი ცუნამი, შიმშილის დიდი ტალღა მოდის, ისეთი შიმშილის, 90-იანი წლების შემდეგ რომ არ ყოფილა. ჩვენი ერის ფიზიკურად გადარჩენის მომენტი დგება და არა მხოლოდ ჯანმრთელობის“ – აცხადებს სააკაშვილი.

 

amo ახლა ეს ნორმალური ადამიანის განცხადებაა? კვესიტაძევ, სანაიავ, ხიმსა (იხილეთ ბაშიაჩუკი) ჟიჟილაშვილო, გრიგოლიავ, პრაინიუსის გაუგებრობავ (გვარს ვერ ვიხსენებ) და ნაცების დემაგოგო ლიდერებო გააგებინეთ ამ სუბიექტს, რომ ქრისტე აღდგა, ქრისტე. მაგის შემობრუნება არ მოხდება.
5 წლის უკან
Maverick MiHa!
სხვა რამეს ხომ არ ინებებდი?!
მაგ, სამში ერთ, ჰაააა!
5 წლის უკან