დავით კალანდია: მაშინ გვარამია მარქსს გააღვიძებს და სტუდიაში დასვამს, რათა გაამეორებინოს, რომ რელიგია ოპიუმია ხალხებისთვის

დავით კალანდია: მაშინ გვარამია მარქსს გააღვიძებს და სტუდიაში დასვამს, რათა გაამეორებინოს, რომ რელიგია ოპიუმია ხალხებისთვის

პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალურ ქსელში წერს:

„დარწმუნებული ვარ, გახარია რომ გამოვიდეს და თქვას, რამდენიმე დღით ეკლესიებს ვხურავთო, რათა...(და ა.შ.) გამოხტება გვარამია ყვირილით: "მართლმადიდებლობას მართმევენ!"

თანაც გამოხტება "პორშეს" ანაფორაში, მუხლებამდე თხის წვერით, ორივე ხელში ჯვრით, ერთ მხარზე მამაღმერთისა და მეორე მხარზე სულიწმინდის გამოსახულებით. და მაჯებზე სტიგმებით. და მის მრევლს უცებ გაახსენდება, რომ რელიგია უპირველეს ყოვლისაა, რქებზე პარიკს დაიდებენ, კუდებს ტრაკში შეიტენიან, ჩლიქებს ლაბუტენებში ჩააწყობენ და დაიძახებენ: "აგერ, ანგელოზებიც მოვედით" .

რა, განა არა?

კი!

მეორე მხრივ, გახარიამ რომ თქვას: "ყველანი ეკლესიაში, განურჩევლად სქესისა და ასაკისა!", მაშინ გვარამია მარქსს გააღვიძებს და სტუდიაში დასვამს, რათა გაამეორებინოს, რომ რელიგია ოპიუმია ხალხებისთვის. და ლოთი ბუღალტერი მარქსი, სიამოვნებით გაიმეორებს თავის არაორიგინალურ ნათქვამს. და თუკი გახარია იტყვის, რომ მას სჯერა მოქალაქეების კეთილგონიერების, მაშინ გვარამია გამოხტება და იტყვის, რომ მთავრობა არ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას!

ამ დროს, ასიანი, მის ზურგსუკან გიორგი ვაშაძე გამოყოფს თავის ტრაპეციისებურ თავს, გაიშვერს ხელს და წაიკნავლებს: "ბატონებო, მიწილადეთ ცოტაოდენი ხელისუფლებაააააა". გვარამია უკანმიუხედავად ტლინკს მიაყოლებს მას და მიაძახებს: "ადრეა, შე ბრიყვო, ესენი ჯერ მორჩნენ შავ საქმეს და მერე".

მოკლედ, ყველა შემთხვევაში გვარამია გამოხტება და ჰაერს გააფუჭებს. როცა მას თავის დროზე ჰკითხეს: "ბატონო გვარამია, და ჰაერს სულ რატომ აფუჭებთ?" მან თბილად გაიღიმა და უპასუხა: "და მეტი მე არაფერის გაკეთება არ ვიცი".

სერმინე :)
5 წლის უკან
zzzzz ეგ მარქსს არ უთქვამს, სხვისი ნათქვამი მიაწერეს თუ მიიწერა.
5 წლის უკან