ასტრონომები 27 წელი აკვირდებოდნენ ვარსკვლავს, რომლის მოძრაობაც ფარდობითობის თეორიას ადასტურებს

ასტრონომები 27 წელი აკვირდებოდნენ ვარსკვლავს, რომლის მოძრაობაც ფარდობითობის თეორიას ადასტურებს

ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის ასტრონომები აცხადებენ, რომ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის კიდევ ერთი მტკიცებულება აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები ასეთ დასკვნამდე ერთ-ერთ ვარსკვლავზე დაკვირვებით მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, შავ ხვრელ მშვილდოსან А*-სთან მდებარე ვარსკვლავი S2 ზემასიური გიგანტის ირგვლივ ალბერტ აინშტაინის გათვლების თანახმად მოძროაბს, რომლებიც მეცნიერმა მე-20 საუკუნის დასაწყისში გააკეთა.

ასტრონომები ვარსკვლავს 27 წლის განმავლობაში, „ძალიან დიდი ტელესკოპის“ (VLT - Very Large Telescope) მეშვეობით აკვირდებოდნენ. მათ მიერ მიღებული მონაცემები აინშტაინის ვარაუდს ადასტურებს იმის შესახებ, რომ სხვა ობიექტის გრავიტაციულ ველში მოძრავი ციური სხეულის ელიპსური ორბიტა დროთა განმავლობაში იცვლება.

amo გაიგეთ ხომ
5 წლის უკან