აკაკი ზოიძე: აპრილის ბოლომდე თუ 1000-ს არ გადააჭარბებს პაციენტთა რაოდენობა, ეს იქნება კეთილსაიმედო სცენარის გაგრძელება

აკაკი ზოიძე: აპრილის ბოლომდე თუ 1000-ს არ გადააჭარბებს პაციენტთა რაოდენობა, ეს იქნება კეთილსაიმედო სცენარის გაგრძელება

"ძალიან ბევრმა კეთილგონიერება აირჩია, მოყვასის სიყვარული აირჩია და შესაბამისად, ვხედავდით, რომ იქ ვინც მივიდა, ის მრევლიც საკმაოდ მოწესრიგებულად ცდილობდა რეკომენდაციების დაცვას, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა და დეპუტატმა აკაკი ზოიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ აპრილის ბოლომდე ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-ს არ გადააჭარბებს, ეს კეთილსაიმედო სცენარის გაგრძელება იქნება.

„აპრილის ბოლომდე თუ 1000-ს არ გადააჭარბებს პაციენტთა რაოდენობა, ეს იქნება კეთილსაიმედო სცენარის გაგრძელება. ჩემი აზრით, წესით უფრო ნაკლებიც უნდა იყოს, მაგრამ ამავე პერიოდში დავინახავთ, თუ რამე მნიშვნელოვანი მოვლენა ეპიდემიოლოგიური კუთხით, ვირუსის გადადების გააქტიურება მოხდა თუ არა," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.