მეუფე იოანე: 21 აპრილს დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ

მეუფე იოანე: 21 აპრილს დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, 21 აპრილს ტაძარში დიდი პანაშვიდი გაიმართება.

მეუფემ აღნიშნა, სავარაუდოდ, საფლავებზე გასვლაც შესაძლებელი იქნება, რადგან შეზღუდვები 21 აპრილამდეა დაწესებული.

„რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენზე ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება და 21 სამშაბათია. ასე რომ, სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ“, - განაცხადა მეუფე იოანემ.

17 აპრილიდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სასაფლაოები ათი დღით დაიკეტა.

საქართველოში კორონავირუსი 394 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 86 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

mamago რა უნდა ელაპარაკო ახლა ამას, ეკლესიას ზიანს აყენებს და ხალხს საგონებელში აგდებს. შეიძლება ასეთი სიბნელე?! მე მგონი ძალიან გამძღრები არიან და რწმენას არყევენ!
5 წლის უკან