გორისა და ატენის ეპარქიის ტაძრების უმრავლესობაში აღდგომის ჟამის წირვა ჩატარდა. მსახურება კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დაიწყო, სააღდგომო ლიტურგია კი ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა.
ლიტანიობა მრევლის გარეშე ჩატარდა, სააღდგომო საგალობლით ტაძარს მხოლოდ სასულიერო პირებმა შემოუარეს. ტაძრებში მრევლის რაოდენობა დიდი არ იყო და მრევლი მაქსიმალურად ცდილობდა შესაბამისი რეკომენდაციების დაცვას.
რაც შეეხება სასაფლაოებს, ყველა შესასვლელში შეზღუდვების აღსრულებას სამართალდამცველები აკონტროლებენ.