მეგან მარკლი და პრინცი ჰარი გასულ დღეს პირველად შენიშნეს ლოს ანჯელესში, ისინი პროექტ Angel Food-ის ფარგლებში საზოგადოებას სახლებში საკვებს პირადად ურიგებენ.
წყვილი Sierra Bonita Community Apartments-ის კამერებმა დასავლეთ ჰოლივუდში შენიშნეს. სამეფო ოჯახის ყოფილი წევრები უსაფრთხოების წესებს ზედმიწევნით იცავდნენ. როგორც იცით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ამერიკაში პერმანენტულად აპირებენ ცხოვრებას.
ალბათ ყველას გახსოვთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოასტი თვითერზე, სადაც ქვეყნის პირველი პირი წყვილს მიმართავდა და დარცენის შემთხვევაში მათ უსაფრთხოების ხარჯების გადახდას სთხოვდა.
მათი გადაწყვეტილების და პირადი დაცვის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერაც არ გავრცელებულა, თუმცა უცხოური გამოცემები უწყებიან, რომ ჰარი და მეგანი მალიბუში ახალი სახლის ყიდვას ნამდვილად აპირებენ.