ედიშერ გვენეტაძე: ე.წ. პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალადობრივი გზებით იჭრებოდნენ ტაძრებში და ისე

ედიშერ გვენეტაძე: ე.წ. პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალადობრივი გზებით იჭრებოდნენ ტაძრებში და ისე "აგვარებდნენ" პრობლემებს

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ის რაც ხელისუფლებამ გააკეთა ამ დღეებში შეიძლება შეფასდეს იმად, რომ საქართველოს ჰყავს პრემიერ გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობის ისეთი გუნდი, რომელიც გამოირჩევა ქვეყანასა და ხალხზე ზრუნვითა და დახვეწილი დიპლომატიით. მან შეძლო "ოქროს შუალედის" მოძებნა. ეკლესიასა და მორწმუნეებთან ისე რომ არ დააზიანა არც ქვეყნის, არც საკუთარი და არც მრევლის ინტერესები. და ეს გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ჩასაფრებული იყო და არის ე.წ. პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავად ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალადობრივი გზებით იჭრებოდნენ ტაძრებში და ისე "აგვარებდნენ" პრობლემებს.

ამ ვნების კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა დემოკრატიულ სამყაროს, რომ ის ერთგულია იმ ღირებულებების რის გამოც იგი ხალხმა აირჩია.”