ლევან რატიანი: 47 პაციენტს მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება

ლევან რატიანი: 47 პაციენტს მწვავე პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება

რეანიმაციულ განყოფილებაში 9 პაციენტი გვყავს, აქედან 5 ფილტვის ხელოვნულ ვენტილაციაზეა - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა განუცხადა.

ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში სულ 80 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება და 47 მათგანს მწვავე პნევმონია აღენიშნება.

„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, აქედან 5 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი იმყოფებიან ნაზალურ CPAP ვენტილაციაზე. 47 შემთხვევაში გვაქვს კოვიდინფიცირებით გამოწვეული მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ასევე გვყავს 3 მოზარდი. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 77 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.