საპატრიარქოს განცხადებით, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 საათიდან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
?
უკაცრავად, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაციამ, ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რატომ უნდა შეუთანხმოს საპატრიარქოს?!
საპატრიარქო უთანხმებს ხოლმე მთავრობას, როგორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს სინოდმა?
რა ხდება, თეოკრატიული სახელმწიფო ვართ და არ გვეუბნებიან?
აკი, სეკურალიზმიო? კანონისა და კონსტიტუციის უზენაესობაო?
აღარ?..
ოპოზიცია, რადგან ოპოზიცია ჰქვია, ყველაფერში კი არ ტყუის!
როცა გმონაკლისი კეთდება სამედიცინო, სახანძრო, სამართალდამცავი სისტემების პერსონალისათვის - გასაგებია!
მაგრამ სატრანსპორტო გადაადგილების რეგულაციებში სამღვდელოებისთვის გაკეთებული გამონაკლისი არაფერში არ ჯდება!