დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი: ჯერ არაფერია ცნობილი, აქვთ თუ არა სასულიერო პირებს ავტომობილით გადაადგილებისთვის საშვები

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი: ჯერ არაფერია ცნობილი, აქვთ თუ არა სასულიერო პირებს ავტომობილით გადაადგილებისთვის საშვები

სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად აქვთ თუ არა სასულიერო პირებს ავტომობილებისთვის სპეციალური საშვები, ამის თაობაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ის ლიტურგიაზე დასასწრებად ფეხით მისვლას გეგმავს.

„მე ფეხით მივალ, რათ მინდა ავტომობილი. ჯერ არაფერია ცნობილი, აქვთ თუ არა სასულიერო პირებს მანქანებისთვის საშვები," - განაცხადა მან.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. გამონაკლისია მხოლოდ სატვირთო და სადისტრიბუციო ავტომობილები.