“მინდა გითხრათ, რომ სრულიად ვიზიარებ ექიმების მიმართვას, გარდა ამისა, მე ახლობელი ექიმები მწერენ არსებული სიტუაციის სიმძიმეზე, შესაძლებელია, გუშინ მიღებული ზომები დღეს ადეკვატური აღარ იყოს, ექიმების პათოსიც დროთა განმავლობაში შეიცვალა და უფრო კატეგორიულად მოითხოვენ მოსახლეობისგან, რომ თავი შეიკავონ თავყრილობისგან.
გუშინდელი საპატრიაქოს მიღებულ გადაწყვეტილებას დავაკელი ორი სიტყვა, რომე ეს მიღებული გადაწყვეტილება ეხებოდა მცხეთას, თბილისს და სხვა ეპარქიებში მღვდელთმთავრებს თავიანთი შეხედულებისამებრ შეუძლიათ გადაწყვიტონ, მიიღონ და ეს მათი სრული უფლებაა, ასეც გააკეთა რამდენიმე ეპარქიამ თუ როგორ ჩატარდეს აღდგომის ღამეს ღვთისმსახურება. მე ძალიან ბევრ ადამიანს, ჩემს მრევლს ვურჩიე, რომ დარჩენილიყვნენ სახლში. ძალიან ბევრს, ვისაც რაიმე სინდრომი აქვს, ან სახლში ავადმყოფი ადამიანი ჰყავს.
პატრიარქის ლოცვა კურთხევას გადავცემ ტაძრებს: უმკაცრესად დაიცვან რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გვთავაზობენ“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.