ამირან სალუქვაძე სუს-ის ანგარიშზე: ჩვენ უნდა დავაფასოთ ის მშვიდი და უსაფრთხო ანტიტერორისტული შიდა ვითარება, საკმაოდ დაძაბულ გარე გარემოში, ეს თავისით არ ხდება

ამირან სალუქვაძე სუს-ის ანგარიშზე: ჩვენ უნდა დავაფასოთ ის მშვიდი და უსაფრთხო ანტიტერორისტული შიდა ვითარება, საკმაოდ დაძაბულ გარე გარემოში, ეს თავისით არ ხდება

„ჩვენ უნდა დავაფასოთ ის მშვიდი და უსაფრთხო ანტიტერორისტული შიდა ვითარება, საკმაოდ დაძაბულ გარე გარემოში, ეს თავისით არ ხდება" - ასე ეხმაურება ექსპერტი ამირან სალუქვაძე სუს-ის ანგარიშს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

სალუქვაძე მოუწოდებს სუს-ის შესაბამის სამსახურს დაინტერესდნენ მაღალი რანგის ყოფილი ჩინოვნიკების ძველი დეკლარაციებით, ამჟამინდელი შემოსავლებით და ხარჯებით, რამდენად ჯდება ბალანსი.

"გამოქვეყნდა სუს-ის მორიგი, ანუ 2019 წლის ანგარიში.

ვრცელი ანგარიშია, 50 გვერდიანი, და, ტრადიციულად, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

- ოკუპირებული ტერიტორიები;

- უსაფრთხოება და კონტრდაზვერვა;

- ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა;

- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;

- პირადი მონაჩემების დაცვა;

- საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა საკითხები.

როგორც წესი, სპეცსამსახურების ანგარიშის ღია ნაწილი, ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს დახურულ ინფორმაციებს. უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების ფუფუნება საპარლამენტო მოსმენისასაა, დახურულ ფორმატში. თუმცა, გარკვეულ აქცენტებს მაინც შევეხები.

რა თქმა უნდა, ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაცია რუსეთის მიერ რჩება ჩვენი ქვეყნის და სპეცსამსახურების მთავარ საფრთხედ და, შესაბამისად, მთავარ პრიორიტეტად.

ანგარიშში აღწერილია საოკუპაციო ძალების და უკანონო რეჟიმების მტრული ქმედებები: საოკუოაციო ზოლის გავლება/მოწყობა, გამშვები პუნქტების უკანონოდ დაკეტვა, ანუ მოქალაქეთა მიმოსვლის უკანონო შეზღუდვა სხვა ქმედებები და სხვა.

საოკუპაციო ძალებმა 2019 წელს 100-ზე მეტი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს, რაც უსაფრთხოების გარემოს მკვეთრად აუარესებს.

ინტერესს იწვევს ოკუპირებული რეგიონების დაფინანსების საკითხი. ტერიტორიით და მოსახლეობით გაცილებით ნაკლებ ცხინვალის რეგიონს რუსეთი თითქმის ორჯერ მეტ დაფინანსებას აძლევს.

კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსებამ 74 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მისი ბიუჯეტის 47%-ა, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალს 115 მლნ დოლარით კვებავს, რაც ადგილობრივი ბიუჯეტის 85%-ს შეადგენს.

ყველასათვის გასაგებია რამდენად დიდ გავლენას ახდენს ფინანსები განწყობებზე, პროცესებზე. ანგარიშში განწყობებთან დაკავშირებითაც არის საუბარი.

ანგარიშში აღწერილია ჩვენი თანამოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავების, რუსეთის სამხედრო ბაზაზე გადაყვანის და საკანში მისი გარდაცვალების საკითხიც.

აღწერილია ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება და სხვა მტრული მოქმედებები, მათ შორის რუსეთის მიერ არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობათა საკითხში რუსეთის მხრიდანა თანამშრომლობის იგნორირება.

ნიშანდობლივია, რომ 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით მოქალაქეთა უკანონო დაკავების მხრივ კკებაა, აფხაზეთის მიმართულებაზე 27, ცხინვალის საოკუპაციო ზოლთან 86 შემთხვევა, ჯამში 113. მაგალითისთვის, 2012-15 წლებში 300-500 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.

კონტრდაზვერვითი საქმიანობის მხრივ, ანგარიშში ყურადღებას იქცევს ამ კუთხით აღძრული სისხლის სამართლის 14 საქმე, რომელთა ფარგლებში 9 პირი პასუხისგებაში იქნა მიცემული.

ანგარიშში საუბარია ჰიბრიდულ გამოწვევებზე, საინფორმაციო ომზე. აღწერილია ლუგარის სახელობის ლაბორატორიის წინააღმდეგ

აქვე აღვნიშნავ, რომ საინფორმაციო ომი ახლაც გრძელდება. კორონა ვირუსთან ბრძოლის დროს აქტიურად ვრცელდება რუსულენოვანი სტატიები, ვიდეო რგოლები, რომლებიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოს ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას.

ტერორიზმთან მიმართებაში ძალიან მოკლედ გამოვეხმაურები, ადრეც ბევრჯერ მითქვამს, - ჩვენ უნდა დავაფასოთ ის მშვიდი და უსაფრთხო ანტიტერორისტული შიდა ვითარება, საკმაოდ დაძაბულ გარე გარემოში, ეს თავისით არ ხდება და ძალოვანი სტრუქტურების, მ.შ. სპეცსამსახურების როლიც უნდა დავინახოთ.

ანგარიშში ცალკეა აღწერილი შარშანდელი შიდაპოლიტიკური დაძაბულობები, საპრიტესტო აქციები. შარშან ვწერდი და ღიად ვსაუბრობდი, რომ გავრილოვის გამო მოსახლეობის მხრიდან გამოხატული პროტესტი ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა არასწორი მიმართულებით წაიყვანეს და შეეცადნენ საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ძალიან დიდი უგუნურობა იყო საპროტესტო მოძრაობის გამოყენებით პარლამენტის შტურმის დაწყება. რა განცხადებებიც არ უნდა აკეთოს ოპოზიციამ, ხალხმა უკვე ყველაფერი შეაფასა.

ანგარიშის სხვა თავების ანალიზს არ შევუდგები. მოვუწოდებდი სუს-ის შესაბამის სამსახურს დაინტერესდნენ მაღალი რანგის ყოფილი ჩინოვნიკების ძველი დეკლარაციები, ამჟამინდელი შემოსავლებით და ხარჯებით, რამდენად ჯდება ბალანსი.

ესაა პირველადი შეფასება. უფრო დეტალურად გავეცნობი. წინ ანგარიშის საპარლამენტო განხილვა იქნება, რაც საინტერესო იქნება უსაფრთხოების სპეციალისტთათვის."