თბილისის ყველა სასაფლაო ხვალიდან ათი დღით დაიკეტება

თბილისის ყველა სასაფლაო ხვალიდან ათი დღით დაიკეტება

თბილისში 56-ვე მუნიციპალური სასაფლაო ხვალიდან ათი დღით დაიკეტება.

დედაქალაქის მერია შესაბამის სამსახურებთან ერთად, სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩაკეტავს, – აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში და სხვა ქალაქებში სასაფლაოებზე შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში წესდება, რომლის მიზანიც სააღდგომო დღეებში და მომდევნო პერიოდში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია,  „კოვიდ 19“-ის შემთხვევის ზრდის თავიდან აცილებაა.