ყველასთვის საყვარელმა ვარსკვლავებმა - ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა 2000 წელს იქორწინეს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთად აღარ არის, საუბარი მათ არაჩვეულებრივ ურთიერთობაზე მაინც არ წყდება, ახლა კი, ახალი დეტალები თავად მათი ქორწილის შესახებაც ვრცელდება.
როგორც ირკვევა, ჯენიფერმა გადაწყვიტა საკუთარი დედა - ნენსი დოუი ქორწილში არ დაეპატიჟებინა, რადგან მასთან ცუდი ურთიერთობა და მძიმე მოგონებები აკავშირებს.
"ის მოდელი იყო, სულ ცდილობდა საკუთარ თავი წამოეჩინა და მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, თუ როგორ გამოიყურებოდა ან რას ვგავდი მე," - აღნიშნა ჯენიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.