რას დაუკავშირა კაილი ჯენერმა საკუთარი სხეულის ცვლილება? ვარსკვლავი უცნობ გამომწერს პასუხობს

რას დაუკავშირა კაილი ჯენერმა საკუთარი სხეულის ცვლილება? ვარსკვლავი უცნობ გამომწერს პასუხობს

რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კაილი ჯენერი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გულშემატკივარის მიერ შექმნილ გვერდზე ატვირთულ ფოტოს გამოეხმაურა.

ფოტოზე, რომელიც გვერდმა Kyliesnapchat ატვირთა. მილიარდერი ლას ვეგასში, სამი წლის წინ, შუგარ Factory-ში იმყოფება. ერთ-ერთმა გამომწერმა კომენტარებში აღნიშნა, რომ კაილი ფოტოზე ზედმეტად გამხდარია, ვარსკვლავმა კი მას უპასუხა, რომ ამ პერიოდის შემდეგ ბავშვი გააჩინა და ცვლილება ბუნებრივია.

სოციალურ ქსელში, კომენტარს სხვა გვერდებზეც ჰქონდა გამოხმაურება, კაილი კი კრიტიკის ობიექტი კვლავ გახდა. საზოგადოების ნაწილი აღნიშნავს, რომ სხეულის ცვლილება მხოლოდ მშობიარობასთან დაკავშირებული არაა და კაილიმ პლასტიკური ოპერაციები ნამდვილად გაიკეთა.