"ახალი კორონავირუსი შეიძლება გამოცდად იქცეს და დაგვანახოს საქართველოს გარდამავალი დემოკრატიის მიერ ღრმა კრიზისის ეფექტური მართვის უნარი, სადაც პანდემია არ იწირავს დემოკრატიულ პრინციპებს"

„ახალი კორონავირუსი შეიძლება გამოცდად იქცეს და დაგვანახოს საქართველოს გარდამავალი დემოკრატიის მიერ ღრმა კრიზისის ეფექტური მართვის უნარი, სადაც პანდემია არ იწირავს დემოკრატიულ პრინციპებს - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გამოცემა Eurasia Daily Monitor-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ახალი კორონავისურის პოლიტიკური შედეგები საქართველოში".

მისი თქმით,  „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, რომ მმართველი პარტია მაქსიმუმს გააკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად და საარჩევნო კოდექსის დროულად შესაცვლელად.

„იმასაც აცხადებენ, რომ არაფერი ემუქრება 8 მარტის შეთანხმების სისრულეში მოყვანას. ამის მიუხედავად, გაურკვეველია ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების სამომავლო განვითარება  საქართველოში მომდევნო კვირების განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად მცირეა 21 აპრილს საგანგებო ვითარების მოხსნის იმედი. ახალი კორონავირუსი შეიძლება გამოცდად იქცეს და დაგვანახოს საქართველოს გარდამავალი დემოკრატიის მიერ ღრმა კრიზისის ეფექტური მართვის უნარი, სადაც პანდემია არ იწირავს დემოკრატიულ პრინციპებს. აქამდე მიმდინარე საგანგებო ვითარება არ აწესებს რაიმე შეზღუდვებს მედიის ფუნქციონირებაზე, არც გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების დემოკრატიულ თავისუფლებებზე. თუმცა, სიტუაცია კვლავ მყიფეა და პოლიტიკური წნეხი მატებას განაგრძობს არჩევნების მოახლოების კვალობაზე" - წერს სტატიის ავტორი.

https://jamestown.org/program/the-political-implications-of-covid-19-in-georgia/

Aburjga Tasmanieli კიდევ დემოკრატიაზე საუბრობთ?! ალბათ კოჭს უგორებთ კოლექტიურ დასავლეთს, რომელიც $3 მილიარდ დახმარებას შეგვპირდა?! კარგი ეგრე იყოს!
5 წლის უკან