ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ეპიდსიტუაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შესაძლოა საქართველოშიც ისეთივე გავრცელება იყოს, როგორც ევროპის ქვეყნებში.
„შეიძლება მოჰყვეს ცუდი შედეგები, გაიზარდოს ახალი შემთხვევების რაოდენობა. იყოს ისეთივე გავრცელება, როგორიც ევროპის ქვეყნებში - დღის განმავლობაში რამდენიმე ასეული შემთხვევა. რაც გამოიწვევს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას და ყველა პაციენტის, ვინ აქამდე იღებდა სრულფასოვან მკურნალობას და უფასო სერვისებს, ეს ვერ მოხერხდება", - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.