ლაშა არგვეთელი:ტაძარში კი არაა პრობლემა, პრობლემა ხალხმრავლობაშია და ამიტომ ღმერთი სახლში დარჩა რომ ტაძარში არ მივაკითხოთ...

ლაშა არგვეთელი:ტაძარში კი არაა პრობლემა, პრობლემა ხალხმრავლობაშია და ამიტომ ღმერთი სახლში დარჩა რომ ტაძარში არ მივაკითხოთ...

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა არგვეთელი სოციალურ ქსელში წერს:

„იმდენს დავწანწალებ ვირუსის მძვინვარების დღეებში, რომ სააღდგომო ლიტურგიას თუ დავესწრები და ვეზიარები, დარწმუნებული ვარ, იმ საერთო კოვზიდან მადლის მეტი არაფერი გადმომედება, მაგრამ დამიხატავენ! ასე რომ, ჩემთან შეპასუხება ყველაზე ადვილია - შენ ვის ელაპარაკები სახლში დარჩენაზეო, მეტყვი და მორჩა, თავს ჩავღუნავ.

მაგრამ ამ დროს მე იმას ველაპარაკები, ვინც უსაქმურად დატასაობს ქუჩაში, ვინც დომინოს თამაშობს ეზოში, ვინც ლუდის პონტს ჩალიჩობს საღამოსთვის და ვინც ტაძარში წასვლას მხოლოდ მთავრობის ჯინაზე აპირებს. იმიტომ აპირებს, რომ ეკლესიურია ძმაო და მასონების გახარიებს თავს შეაკლავს - აი მაგათ აჩვენებს საგანგებოს და კომენდატის საათს, საათს ვაბშე ვეღარ დაინახავენ ბიჭო ეგენი - საათზე უფალი იყურება და დროს სულიწმინდა მართავს !!

(?!)...

კორონასთან ბრძოლაში მთავრობას ჩემი დასაცავი რა ჭირს, მაგრამ თუ ვინმეს ჩემი თავგამოდებული ადვოკატირება აღიზიანებს, ვთავაზობ რომ მურუსიძეზე დაწეროს რამე და ეგრევე იქა ვარ - მთავრობას მოვუხნავ მინდორ-ველებს!

როცა კაცობრიობა ბიოლოგიური საფრთხის წინაშე გაოგნებულია, როცა ზესახელმწიფოები სასოწარკვეთილი არიან და სამყარო პარალიზებულია, როცა 24 საათიანი ინტერვალით იტალიაში 800, ესპანეთში 600, საფრანგეთში 700, ბრიტანეთში 400, შტატებში 1700, ხოლო რუსეთში უთვალავი მსხვერპლია და ამ დროს ერთი ციცქნა, ოკუპირებული, დაუძლურებული და დაქუცმაცებული შენი სამშობლოს მთავრობა გამაოგნებელი ძალისხმევით უბრალოდ არანორმალურ შედეგებს აფიქსირებს ამ საფრთხესთან ომში, აზრზე მოდი ერთი წამით - ჰყავს მხოლოდ 300 ინფიცირებული და სამად-სამი გარდაცვლილი. როცა ეს მთავრობა ორი თვის განმავლობაში აღწევს კოორდინაციის შეუდარებელ დონეს და ამკვიდრებს ადმინისტრაციული რესურსის არნახულ მობილიზაციას, აწესებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს და ამტკიცებს ეკონომიკის სტიმულირების ორ მილიარდიან პაკეტს, გახსნილი აქვს სოციალური შემწეობის უანალოგო და მასობრივი ფრონტი, ექსპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში უზრუნველყოფს საკვების მარაგების გარანტირებულ მართვას, საკვები პროდუქტების რვა უმნიშვნელოვანეს სახეობაზე ფასებს არეგულირებს სუბსიდირებით, მოსახლეობას უხდის კომუნალურ გადასახადებს, უჩერებს საბანკო ვალდებულებებს, ახერხებს მრეწველობის სულის შთაბერვას და კერავს სამედიცინო ნიღბებს, ამზადებს ანტისეპტიკურ ხსნარებს, შოულობს სამ მილიარდ დოლარს და ამით ფაქტობრივად ხსნის ეკონომიკური რეცესიის საშიშროებას, როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უპირობო უზრუნველყოფისთვის ფაქტობტივად განწირული ჰყავს ჯარისკაცი, პოლიციელი და საჯარო მოხელე(ც), როცა ექიმი ინფიცირების რისკის ფასად და შვილთან ჩახუტების შეზღუდვის პირობებში თითოეულ სიცოცხლეს ღმერთივით უფრთხილდება, ხოლო შენ, ვიღაცა ხარ, ამ დროს პირბადეზე ღადაობ, ასი მილიონი გეცოტავება, ნიშნისმოგებით აზიარებ გაძვირებული შამპუნის ფასმაჩვენებელს, მგზავრობის სამ კაციან შეზღუდვაზე ლაზღანდარობ, პატრიარქის დაჯარიმებას ითხოვ კანონის უზენაესობის პრინციპით თუ ამბიონიდან კუნთებს ამარიაჟებ, მოდი კარგად იყავი რაა - გასაგებია რაც გინდა. კანონიც ბევრი დარღვეულა ამ ქვეყანაში და უცნაური ამბიონებიც ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ გატრუნული იყავი ბიძია მაშინ და კუდის ქიცინისგან კუდუსუნი გტკიოდა!

ტაძარში კი არაა პრობლემა, პრობლემა ხალხმრავლობაშია და ამიტომ ღმერთი სახლში დარჩა რომ ტაძარში არ მივაკითხოთ...

ბედნიერ აღდგომას გისურვებთ ყველას, მე ცოტა ხნით დაგავსენებთ.“