გუშინ რუსულ მას-მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ პოპულარული ჯგუფი „ვიაგრა“ დაიშალა და არსებობა შეწყვიტა.
ჯგუფის ერთ-ერთმა პროდიუსერმა კონსტანტინე მელაძემ განაცხადა, რომ 2013 წლის 1 იანვარს, ჯგუფი საახალწლო კონცერტს აუცილებლად ჩაატარებს. ცოტა ხნის წინ „ვიაგრა“ მომღერალმა ალბინა ჯანაბაევამ დატოვა.
ბატონმა მელაძემ ახალი სოლისტის ასაყვანად კონკურსი უკვე გამოაცხადა.
ცნობილი გახდა, რომ საახალწლო კონცერტების გარდა „ვიაგრა“ კიდევ რვა ღონისძიებას გამართავს.
კონსტანტინე მელაძე ჯგუფის აღორძინებას სერიოზულად აპირებს.
არ ვრცელდება ინფორმაცია ბატონი ვალერი მელაძის შესახებ. კულუარული ცნობით, ამ უკანასკნელმა „ვიაგრასთან“ ყველანაირი კონტაქტი საბოლოოდ გაწყვიტა.