ანდრია ჯაღმაიძე: აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას

ანდრია ჯაღმაიძე: აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას

აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას. ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა დღევანდელ რეალობას, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ იმიტომ, აღდგომა დღესა და მომდევნო დღეებში სასაფლაოზე გასვლის საკითხში საზოგადოება ხელისუფლების შეზღუდვას დაემორჩილოს.

„ამიტომ აქაც არაფერი არ ირღვევა თუ ჩვენ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რასაც ხელისუფლება გვიწესებს, არ გავიდეთ საფლავზე. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ აღდგომა დღეს ჩვენ არ გვაქვს სრული კარანტინი და უფრო რთული ვითარება არ არის ქვეყანაში“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.