აღდგომის დღესასწაულზე მრევლი ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე გამოვა - ამის შესახებ ანდრეა ჯაღმაიძემ საპატრიარქოსთან განაცხადა.
„გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს ყველა ის მითითება რაც ჯანდაცვის შესაბამისმა სამსახურებმა მოგვაწოდეს. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სააღდგომო მსახურების დროს, მრევლი ტაძარში მივიდეს ცხრა საათამდე და გამოვიდეს დილის ექვს საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რომ მრევლმა შეძლოს სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის სხვა შეზღუდვები, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან გვაქვს ჩვენ. ეს შეეხება ასაკობრივ ჯგუფს. ეს შეეხება ყველა იმ ადამიანს ვინც რისკჯგუფში შედის. იქნება ეს დაავადების თუ რაიმე სიმპტომების მქონე, ასევე ბავშვებს. ადამიანებს ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, რომ როგორიც მითითებული არის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები, ზედმიწევნით გაითვალისწინონ. “- განაცხადა ჯაღმაიძემ.