ქობულეთის კლასტერიდან კვლევების ჩატარების დროს რამდენიმე პირს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მათ უკვე "გადატანილი" აქვთ კორონავირუსი და გამოიმუშავეს იმუნიტეტი ვირუსის მიმართ.
ამ ეტაპზე მათ ვირუსი აქტიური ფაზაში არ უფიქსირდებათ. მოქალაქეები ქობულეთში ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრები არიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები იზოლაციაში იმყოფებიან და მათ ტესტირება საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, 14 დღეში განმეორებით ჩაუტარდებათ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის განმარტებით, ანტისხეულების არსებობა ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს შეხება ჰქონდათ ვირუსთან და უკვე გამოიმუშავეს იმუნიტეტი: “როდის გამოიმუშავეს იმუნიტეტი ამის დადგენა გარკვეულწილად შესაძლებელია. ანტისხეულები არის სხვადასხვა ჯგუფის და ანალიზით ჩვენ შეიძლება ვთქვათ, როდის არის გადატანილი ვირუსი“.