ჩინეთი საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - რამდენი ხანი მალავდა ქვეყანა ეპიდემიას?

ჩინეთი საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - რამდენი ხანი მალავდა ქვეყანა ეპიდემიას?

ჩინეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ კორონავირუსი შეიძლება გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს ეპიდემია, სულ მცირე 6 დღით ადრე, ვიდრე ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ამაზე მოწმობს დოკუმენტები, რომელიც სააგენტო Associated Press-მა მოიპოვა.

რა გაირკვა Associated Press-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით?

პირველი პაციენტების გამოჩენის შემდეგ, უხანში 10 დღის განმავლობაში არ არეგისტრირებდნენ ახალ დაინფიცირებულებს - ექიმებს უკრძალავდნენ ვირუსის შესახებ ლაპარაკს და ნიღბების ტარებას.

უხანის ცენტრალურმა საავადმყოფომ, პნევმონიის სიმპტომის პაციენტების მიღება 29 დეკემბერს დაიწყო. ყველა მათგანი ქალაქის ზღვის პროდუქტების ბაზარში იყო ნამყოფი.

ხელისუფლებამ თითქმის იმავე პერიოდში განაცხადა ახალი ინფექციის შესახებ, მაგრამ აღნიშნა, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის მტკიცებულებები არ გააჩნიათ.

უკვე რამდენიმე დღეში, სიმპტომები გამოუვლინდათ ადამიანებს, რომლებიც არ ყოფილან ასეთ ბაზარში და ასევე მედპერსონალიც დაინფიცირდა.

ექიმებმა იეჭვეს, რომ ვირუსი გადადის უკვე ადამიანიდან ადამიაზე და როდესაც გადაწყვიტეს ამის შესახებ ხმამაღლა გაცხადება, ისინი დაადანაშაულეს პანიკის დათესვაში და აუკრძალეს ამაზე ლაპარაკი. კანონის დამრღვევებს პოლიციაში იბარებდნენ.

შედეგად, ქალაქ უხანის ჯანდაცვის კომისიამ პირველი 40 პაციენტის დარეგისტრირების შემდეგ, ახალი შემთხვევების იდენტიფიცირება შეწყვიტა - 5-დან 10 იანვრამდე და 12-დან 16 იანვრამდე, ოფიციალური მონაცემები არ ჰქონდათ.

იმავე პერიოდში უხანში ჩავიდა ექსპერტების ჯგუფები, რათა გადაემოწმებინათ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის შესაძლებლობის საკითხი, თუმცა, ეს ვერ შესძლეს, შესაძლოა იმიტომ, რომ ამოწმებდნენ მხოლოდ ძლიერი პნევმონიის მქონე პაციენტებს და იმათ ვინც ზღვის პროდუქტების ბაზარში იყო.

მოგვიანებით, როდესაც კორონავირუსმა მთელი ჩინეთი მოიცვა, უხანის ადმინისტრაციას გულგრილობაში დასდეს ბრალი და გააგრძელეს ჩინური ახალი წლისთვის მზადება.

ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ მათთან ინფორმაციას სათანადოდ არ მიუღწევია, თუმცა Associated Press-ის ექსპერტმა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მუშაობს, აღნიშნა, რომ არამხოლოდ უხანში, არამედ ჩინეთის ხელისუფლებაში ვერ შეაფასეს ვირუსის საშიშროება.

ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის საშიშროება გაიაზრა მხოლოდ მაშინ, როდესაც კორონავირუსი საზღვრებს გასცდა

საშიშროების წინაშე ჩინეთის ხელისუფლება 25 იანვრისთვის დადგა, როდესაც ჩინური ახალი წელი დგებოდა. ამ დროს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ. ამავე პერიოდში დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევა საზღვარგარეთ.

ეს 13 იანვარს ტაილანდში მოხდა. უკვე 14 იანვარს კი ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისიის ხელმძღვანელმა, მა სიავეიმ რეგიონალური კრება ჩაატარა.

კრების ანგარიშის მიხედვით, სიავეიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი შეიძლება გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე და წარმოადგენს დაახლოებით იმავე საშიშროებას, როგორც 2003 წლის ატიპიური პნევმონია.

პრაიმტაიმი