WHO: – „მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო70-ზე მეტი ვაქცინა მუშავდება“

WHO: – „მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო70-ზე მეტი ვაქცინა მუშავდება“

„მსოფლიოში დღესდღეობით კორონავირუსის საწინააღმდეგო, სულ მცირე, 70 ვაქცინა მუშავდება, მათგან სამის კლინიკური ცდები დაიწყო“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასრულებასთან ყველაზე ახლოს არის ჰონგ-კონგში კომპანია CanSino Biologics Inc.-სა და პეკინის ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ვაქცინა. პრეპარატი ტესტირებისთვის არის მზად და ამჟამად კლინიკური შემოწმების მეორე ეტაპს გადის.

შემდეგ არის ამერიკული კომპანიების Moderna Inc.-სა და Inovio Pharmaceuticals Inc.-ის ვაქცინები.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ვაქცინის შემუშავებაში სხვადასხვა ორგანიზაციები მონაწილეობენ – დაწყებული ფარმაცევტული კომპანიებით და აკადემიური ცენტრებით, დამთავრებული არაკომერციული ჯგუფებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ტემპები უპრეცედენტოა, რადგან მედიკამენტის შექმნას, ჩვეულებრივ დროს, წლები სჭირდება.