მიტროპოლიტი იობი: კორონავირუსისთ უფრო მეტად მოხუცები იღუპებიან, ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან  

მიტროპოლიტი იობი: კორონავირუსისთ უფრო მეტად მოხუცები იღუპებიან, ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან  

ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტმა თქვა, რომ ახალი კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსია, რომელიც საშიშროებას არ ქმნის, დაღუპულები კი მოხუცები არიან, რომლებიც „ქვეყნიდან უკვე უნდა გავიდნენ".

„ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა მთელი სამყარო. საქართველო, მათ შორის. უფრო მეტი საშიშროება და მიზანმიმართული ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ აბორტი არ ჩატარდეს. მსხვერპლი არის ამით.

თუ ჩვენ დავაკვირდებით, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან. დაუბადებელ ჩვილზე არავინ ფიქრობს. რატომ ასეთი საგანგებო მდგომარეობა არ იქმნება იმისთვის, რომ ჩასახული ბავშვები დაიბადონ.

ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი.

რეპეტიციაა იმისა,თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა", - თქვა მან.

Katana მაშინ დაიწყეთ თგვენგან, არც ერთი არა ხართ ჩემზე პატარა
5 წლის უკან