დღეს დილით გამოცემამ „Chicago Tribune” გაავრცელა ცნობა, რომ 92 წლის ასაკში ცნობილი მუსიკოსი დეივ ბრუბეკი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ბრუბეკს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.
მიმდინარე წელს დეივმა დახმარებისთვის რამდენჯერმე კარდიოლოგს მიმართა. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს და პოპულარულ ჯაზმენს გულმა უმტყუნა.
დეივ ბრუბეკი 1920 წლის 6 დეკემბერს, კალიფორნიაში დაიბადა. თავდაპირველად ვეტერინარობა სურდა, მაგრამ ბოლოს მუსიკის სიყვარულმა იმძლავლა და ლოს-ანჯელესის კონსერვატორიაში ჩააბარა.