მეგან მარკლი ითვლება მთავარ ინიციატორად მისი და პრინცი ჰარის მიერ სამეფო ოჯახის დატოვების გადაწყვეტილებაში. წყვილმა ოფიციალური განცხადება ამ გადაწყვეტილების შესახებ იანვარში გააკეთა, თუმცა სამეფო ოჯახის კომენტატორების თქმით, წყვილმა ამაზე იქამდეც რამდენჯერმე მიგვანიშნა.
ამჯერად კიდევ ერთი თემატური ინტერვიუ გახდა საზოგადოების განსჯის საგანი. ჯერ კიდევ იანვრის თვეში, სამეფო ოჯახის ავტორმა ეშლი პირსონმა გაუსვა ხაზი იმას, თუ როგორ აღიქვამდა ჰერცოგინია ამ ყველაფერს.
"მას წარმოდგენა არ ჰქონდა რამდენად "არაგლამურული" იყო და არის კიდევაც სამეფო ოჯახის ცხოვრება, როდესაც მან ეს აღმოაჩინა თავი გვირგვინიან სამოქალაქო მოსამსახურედ აღიქვა," - აღნიშნა მან.