მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ყველაზე მასიური ზეახალი ვარსკვლავის აფეთება აღმოაჩინა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ზეახალი ორი ვარსკვლავის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა, რაზეც აფეთქების ღრუბელში წყალბადის უზარმაზარი რაოდენობა მიუთითებს. აქამდე ეს ფენომენი მხოლოდ თეორიაში არსებობდა და მისი პრაქტიკული დაფიქსირება არ მომხდარა.
ბრიტანელი და ამერიკელი ასტრონომები აფეთქებას 2 წელი აკვირდებოდნენ. მათი თქმით, ობიექტი სახელწოდებით SN2016aps ჩვეულებრივ ზეახალზე 10-ჯერ ძლიერია და 500-ჯერ უფრო კაშკაშა. აფეთქებით გამოწვეული რადიაცია კი ვარსკვლავის ენერგიის 5%-ს შეადგენს, მაშინ როცა ჩვეულებრივ ეს მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია. ასტრონომები აღნიშნავენ, რომ ახალი აღმოჩენა მათ კოსმოსის უფრო ღრმა შესწავლაში დაეხმარება.
ზეახალი ეწოდება ვარსკვლავს, რომლის ბრწყინვალება რამდენიმე წამში იზრდება, დაახლოებით, 20 ვარსკვლავიერი სიდიდით, შემდეგ კი შედარებით ნელა მცირდება და პირვანდელ ნათებასთან საერთო აღარაფერი აქვს.