პოპულარული ბრიტანული ჯგუფის One Direction წევრები გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ჯგუფის შექმნის 10 წლიანი იუბილეა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ლაიამ პეინის თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
„ბევრის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ბევრს ვსაუბრობთ. ვფიქრობ, ყველანი ვგრძნობთ, რომ 10 წელი ძალიან განსაკუთრებული მომენტია“, - განაცხადა მან ჯეიმს კორდენის შოუზე.
One Direction-ი ბრიტანულ X Factor-ზე, 2010 წელს შეიქმნა. 5 წლის შემდეგ კი ჯგუფი ზაიან მალიკმა დატოვა. 2016 წელს კი დანარჩენმა წევრებმა ჯგუფის დროებითი დაშლის შესახებ განაცხადეს, რის შემდეგ სოლო კარიერა გააგრძელეს.