ჩინეთში ექიმებმა ოპერაცია ჩაუტარეს კაცს, რომელიც 26 წელი თავში შერჭობილი 10-სანტიმეტრიანი დანით ცხოვრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Daily Star-ი ავრცელებს.
76 წლის ფერმერის განცხადებით, ბოროტმოქმედებმა ის დაყაჩაღების დროს დაჭრეს. დანამ სასიცოცხლო ორგანოებთან ძალიან ახლოს ჩაიარა და მისი ამოღება მხოლოდ მაღალკვალიფიციურ ქირურგს შეეძლო. ფერმერის მშობლიურ ქალაქში ოპერაციას ვერც ერთი ქირურგი ვერ ატარებდა, რის გამოც 26 წლის განმავლობაში კაცი თავში 10-სანტიმეტრიანი დანით ცხოვრობდა და ყოველდღე ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს სვამდა.
2012 წელს მისი ისტორიით ორი უცხოელი ქირურგი დაინტერესდა. გამოკვლევისას მათ აღმოაჩინეს, რომ მარჯვენა თვალით ფერმერი საერთოდ ვეღარ ხედავდა. ამის შემდეგ ფერმერი შანდუნის პროვინციის ერთ-ერთ მსხვილ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ ეტაპად ჩატარებულ ორსაათიან ოპერაციაში ოტორინოლარინგოლოგების, ოფტალმოლოგების და ქირურგებისგან შემდგარი ჯგუფი მონაწილეობდა. ოპერაციის შემდეგ ქირურგებმა ფერმერის თავიდან 10-სანტიმეტრიანი დანა ამოიღეს.