პრინცი ჰარი ნადირობაზე უარს ამბობს, რადგან მის ცოლს - მეგან მარკლს ეს არ მოსწონს. ამის შესახებ The Telegraph-ი დოქტორ ჯეინ გუდალზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ცნობილი მეცნიერი და შიმპანზეების უფლებათა დამცველი ჰარის და მეგანის კარგი მეგობარია.
„ჰარი და მისი ძმა ბუნების მეგობრები არიან, მაგრამ ნადირობენ. თუმცა, ვფიქრობ, ჰარი ამაზე უარს იტყვის, რადგან მეგანს ნადირობა არ მოსწონს, ამიტომ, ვვარაუდობ, რომ მისთვის ეს დასრულდა“, - აღნიშნა გუდალმა ერთ-ერთ ინვერვიუში.