ინდოეთში ტურისტები, რომლებმაც კარანტინი დაარღვიეს, ერთი და იმავე ფრაზის 500-ჯერ დაწერით დასაჯეს!

ინდოეთში ტურისტები, რომლებმაც კარანტინი დაარღვიეს, ერთი და იმავე ფრაზის 500-ჯერ დაწერით დასაჯეს!

მაშინ, როცა მსოფლიო გავრცელებულ პანდემიას სხვადასხვა მეთოდით ებრძვის, სახელმწიფოები უამრავ ინიციატივას აყენებენ დღის წესრიგში, რათა საზოგადოებამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის მნიშვნელობა. დარღვევების შემთხვევაში კი, როგორც წესი, "დამნაშავეს" კონკრეტული თანხის გადახდა უწევს, თუმცა არის გამონაკლისი ქვეყნებიც, რომლებსაც სხვა პოლიტიკა აქვთ, მაგალითად, ინდოეთი.

როგორც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, მარტის მიწურულს ადგილობრივებს ეკრძალებოდათ სახლის დატოვება გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. სწორედ ამ პერიოდში, მექსიკელმა მოგზაურები რიშიკეშში დააფიქსირეს და სათანადოდაც დაისაჯნენ.

მათ ადგილობრივმა მაიორმა თითოეულ მათგანს ერთი და იმავე ფრაზის 500-ჯერ დაწერა მიუსაჯა. მაგიური ფრაზა კი ასე გამოიყურება - "I'm sorry" ("ვწუხვარ").

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ინდოეთში კორონავირუსის 8300 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 273 ფატალურად დასრულდა.