რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ყველასთვის საყვარელი მსახიობი - ბრუს უილისი თვითიზოლაციის დღეებს ყოფილ მეუღლესთან - დემი მურთან და მათ სამ საერთო ქალიშვილთან ერთად ატარებს.
ბუნებრივია, ფაქტი საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ბრუსი ახლა ემა უილისთან იმყოფება ქორწინებაში.
თუმცა, როგორც ჩანს, ოჯახებში სრული იდილიაა, "ოჯახური კავშირის საუკეთესო მაგალითი! მენატრებით და მიყვარხართ!"-სწორედ ეს კომენტარი დააფიქსირა ემამ უილისისა და მისი ყოფილი მეუღლის, შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოზე.