5 წესი მათ, ვისაც სურს, მცირე ბიუჯეტითაც მოდურად გამოიყურებოდეს

5 წესი მათ, ვისაც სურს, მცირე ბიუჯეტითაც მოდურად გამოიყურებოდეს

ელეგანტურობა ყველას სურს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ამისთვის ყოველდღე საშოპინგოდ სიარული და მილიონების ხარჯვა საჭირო არაა. ჩვენ გასწავლით ხუთ მთავარ საიდუმლოს.

სამოსის ხარისხი

ცოტა სამოსი გქონდეთ, მაგრამ მხოლოდ მაღალხარისხოვანი და ტანზე კარგად მორგებული.

შეხება

თუ სამოსის ქსოვილთან შეხება არ მოგწონთ, ნუ შეიძენთ მას, ულტრამოდურიც რომ იყოს. საყიდლებზე წასულს გახსოვდეთ, სამოსი უნდა იყოს სასიამოვნო ფაქტურის, ლამაზი და ტანზე მორგებული.

აღწერეთ სამოსი

თუ ოფისში დიდ დროს ატარებთ, გარდერობში 70 პროცენტი საქმიანი სამოსი უნდა გქონდეთ. დანარჩენი ადგილი ყოველდღურ და სპორტულ სამოსს დაუთმეთ. 

არ დაგენანოთ ფული მნიშვნელოვან ელემენტებზე

ის, რაც ქმნის სტილს: ტყავის ქურთული, ფეხსაცმელი და ჩანთა, ქაშმირის პალტო, აბრეშუმის ბლუზა... 

მოუარეთ ნივთებს

თუ სამოსს არ მოუვლით, ძვირად ღირებულიც კი გაგიფუჭდებათ. აკურატულად გარეცხეთ, შეინახეთ.