უკრაინაში, ოდესაში რამდენიმე ადამიანმა კარანტინის დროს სეირნობისთვის ორიგინალურ ხერხს მიმართა. როგორც ადგილობრივი გამოცემა СЬОГОДНИ წერს, ქალაქის მაცხოვრებლები ეროვნული კარანტინის მოთხოვნებს ჩვეული იუმორით შეხვდნენ.
კარანტინის დროს ქუჩაში შინაური ცხოველის გასასეირნებლად გასვლა ნებადართულია. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც ჩანს თუ როგორ დადიან ქალაქი ქუჩებში ცხოველებად გადაცმული ადამიანები. კერძოდ, მულტფილმ „მაშა და დათვის“ და ლიუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ პერსონაჟები.