მას შემდეგ, რაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთიდან ჯერ კანადაში, ახლა კი, კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, მათ შესახებ კიდევ ერთი აქამდე უცნობი ფაქტი ხდება ცნობილი.
ამჯერად საქმე პრინცი ჰარის გვარს ეხება, რომელიც როგორც აღმოჩნდა სულაც არ არის მაუნტებეტენ-უინძორი, როგორადაც მის შვილს - პრინც არჩის მოიხსენიებენ.
მის ნაცვლად, 35 წლის ჰარი Travelyst-ის საბუთებში დაფიქსირდა, როგორც პრინცი ჰენრი ჩარლზ ალბერტ დევიდი.
გარდა ამისა, სახელის გვერდით კვლავ ფიქსირდება სასექსის ჰერცოგი, რამაც არანაკლები ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. ოფიციალური მონაცემით, წყვილმა სამეფო ოჯახის უმაღლესი წევრის სტატუსი 31 მარტს დაკარგა.