Disney „რობინ ჰუდის“ რიმექის გადაიღებს

Disney „რობინ ჰუდის“ რიმექის გადაიღებს

კომპანია Disney-მ ანიმაციური ფილმის „რობინ ჰუდი“ რიმექის გადაღება გადაწყვიტა. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 1973 წლის მულტფილმს ფილმად გადააქცევენ. ამისთვის ცხოველებს და CGI-ტექნოლოგიას გამოიყენებენ, ისევე როგორც ეს Dისნეყ-მ „დამბოს“ და „ჯუნგლების წიგნის“ შემთხვევაში გააკეთა. სურათის რეჟისორის კარლოს ლოპეს ესტრადა იქნება, სცენარზე კი კერი გრანლუნდი იმუშავებს.

ახალი „რობინ ჰუდი“ Disney +-ზე გავა. ფილმის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.