„მოსიარულე მკვდრების“ ვარსკვლავი ჯეფრი დინ მორგანი ტელეკომპანია AMC-ზე ახალ შოუს წაიყვანს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მსახიობის თანაწამყვანი მისი ცოლი ჰილარი ბარტონ მორგანი იქნება. შოუ სახელწოდებით „პარასკევს საღამოს სახლში მორგანებთან“ ეთერში ყოველ პარასკევს გავა. წყვილი მას საკუთარი სახლიდან, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში წაიყვანს. გადაცემის წამყვანები და სტუმრები თვითიოზლაციაში ცხოვრებაზე ისაუბრებენ.
პირველი ეპიზოდის სტუმრები მსახიობები ჯენსენ ეკლსი და მისი ცოლი დანიელ ეკლსი იქნებიან. ჯენსენი მორგანთან ერთად „ზებუნებრივში“ თამაშობდა. შოუს პრემიერა 17 აპრილს შედგება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.