კორონავირუსის გამო ფესტივალი Burning Man ვირტუალურად ჩატარდება

კორონავირუსის გამო ფესტივალი Burning Man ვირტუალურად ჩატარდება

პოპულარული ფესტივალი Burning Man კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ონლაინ-რეჟიმში ჩატარდება. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფესტივალის ვებგვერდზე ცეკვის, გამოფენების, იოგას გაკვეთილები და სხვა ღონისძიებების ლაივსტრიმი მოეწყობა.

ყოველწლიური 9-დღიანი ფესტივალი 30 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, აშშ-ში, ნევადის შტატში ტარდება. სპეციალურად ღონისძიებისთვის უდაბნო ბლექ როკში დროებით ქალაქი ბლექ როკ სიტი შენდება.

ყოველწლიურად ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 80 ათასი ადამიანი ესწრება. Burning Man-ის განუყოფელი ნაწილი მონაწილეთა კოსტიუმები, გამოფენები, ინსტალაციები და კონცერტებია.